როგორ გავხდეთ გრაფიკული დიზაინერი.

გსურთ გაიგოთ როგორ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი?

ამის გაცნობიერება უკვე შესანიშნავი პირველი ნაბიჯია.

მოდი ვისაუბროთ თუ , როგორ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი და როგორ იყოთ წარმატებული დიზაინერულ კარიერაში.

ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს .

შეიძლება ნულიდან იწყებ გრაფიკული დიზაინის შესწავლა ან ახალი დასრულებული გაქვს , ან შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა კარიერაში იყავი , თუმცა თუ მიყვები ჩემს ნაბიჯებს შეძლებ აისრულო შენი ოცნება გახდე გრაფიკული დიზაინერი .

რას აკეთებს გრაფიკული დიზაინერი?

მოდი პირველ რიგში დავიწყებ საუბარს იმის შესახებ , თუ ვინ არიან და რას აკეთებენ გრაფიკული დიზაინერები 

ალბათ გსმენია ან წარმოგიდგენია ვინ არიან გრაფიკული დიზაინრები და როგორ გამოიყურებიან ისინი. დავივიწყოთ კლიშეები და სტერეოტიპები , ყველას შეუძლია იყოს გრაფიკული დიზაინერი . დიზაინის ინდუსტრია სავსეა ადამიანებით ცხოვრების ყველანაირი სფეროდან . 

რა არის გრაფიკული დიზაინერი?

ამის ცოდნა აუცილებელია იმისთვის რომ გახდეთ ერთ-ერთი მათგანი. 

მე განვსაზღვრავ გრაფიკულ დიზაინს , როგორც იდეის და კონცეფციის ეფექტურ ვიზუალურ კომუნიკაციას.

ეს ნიშნავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, გრაფიკული დიზაინერები ვიზუალური კომუნიკატორები არიან, მაგრამ ისინი ასევე პასუხისმგებლები არიან შექმნან ბევრი რამ , რასაც ხედავთ და იყენებთ ყოველდღიურად : ბრენდინგი, რეკლამები, აპლიკაციები, ჟურნალები , შეფუთვა , ლოგოები , წიგნები , რუქები , ვებსაიტები და აშ.

8 საფეხური თუ როგორ გავხდეთ გრაფიკული დიზაინერი

მოდით ჩავუღრმავდეთ თითოეულ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადადგათ იმისათვის, რომ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი:

ნაბიჯი 1: იყავით კრეატიული

პირველი ნაბიჯი, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი, უბრალოდ კრეატიულობაა. გრაფიკული დიზაინი არის შემოქმედებითი კარიერა, ასე რომ თქვენ გჭირდებათ კრეატიულობა იმისთვის, რომ იყოთ გრაფიკული დიზაინერი.

ზოგიერთი ადამიანი იბადება შემოქმედებითი უნარით, სხვები ასაკთან ერთად ვითარდებიან, თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, როდის იპოვით თქვენს შემოქმედებს, თუ ეს გაქვთ, მაშინ ყველადერი მარტივადაა.

ნაბიჯი 2: ისწავლეთ პრობლემების გადაჭრა

გარდა კრეატიულობისა, გრაფიკული დიზაინერს  უნდა შეეძლოს პრობლემების გადაჭრაც . გრაფიკული დიზაინერების დიდი ნაწილი ფიქრობს თუ როგორ გადაჭრას  კრეატიულად „პრობლემები“ , რომლებსაც დამკვეთები აძლევენ.

რა თქმა უნდა, გრაფიკული დიზაინი არ არის ერთადერთი კარიერა, სადაც პრობლემების გადაჭრაა საჭირო, და შეიძლება უკვე შეჩვეული იყო ამას. ეს ასევე შეიძლება ბუნებრივად გამოგივიდეს! არავინ ელოდება, რომ პირველივე დღეს შეძლებ უპასუხო ყველა კითხვას , როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა და შეასრულებ ყველა სამუშაოს , მაგრამ ნამდვილად ღირს იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ პრობლემებს.

იმისათვის, რომ გახდეთ ადამიანი რომელსაც არ აწუხებს პანიკა, როდესაც პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, საჭიროა ვარჯიში, ვარჯიში და მეტი ვარჯიში! ეს შეიძლება იყოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, გახსენით მაცივარი და ნახეთ რა არის იქ. იმის ნაცვლად, რომ მაღაზიაში წახვიდეთ რაღაცის საყიდლად, მოაგვარეთ პრობლემა ისეთი რამის მომზადებით, რომელი ინგრედიენტებიც უკვე მოგეპოვებათ. ეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ მსგავსი რაღაცეები , რაც დაგეხმარებათ პრობლემის მარტივად გადაჭრაში .

ახლა გამოიყენე ეს ტექნიკა გრაფიკულ დიზაინში და ივარჯიშე . შეადგინე შენი  დამკვეთის ბრიფი  და უბრალოდ დაიწყე ზოგიერთი პოტენციური გადაწყვეტილების მიღება . შენ არც კი გჭირდება არაფრის დიზაინი – უბრალოდ ჩამოწერე რამდენიმე იდეა ქაღალდზე და დაიწყე იმაზე ფიქრი , თუ როგორ გადაჭრა პრობლემები .

ნაბიჯი 3: ისწავლეთ გრაფიკული დიზაინის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები

ნებისმიერი სხვა პროფესიის მსგავსად, იმისთვის, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი, გჭირდება შესაბამისი ინსტრუმენტები სამუშაოს შესასრულებლად. ასე რომ, სანამ დიზაინერობისკენ მიმავალ მოგზაურობას შეუდგები, აუცილებელია, რომ ხელში გქონდეს შენთვის საჭირო ხელსაწყოები. ესენია როგორც რეალური ინსტრუმენტები, ასევე აპები და პროგრამები შენს კომპიუტერში.

რეალური იარაღები? დიზაინერის საუკეთესო მეგობარა  კომპიუტერი. ინდუსტრიის სტანდარტი არის Apple Mac, ან iMac ან MacBook Pro, ასე რომ, ერთ-ერთი მათგანის არჩევა საუკეთესო ვარიანტია. თუმცა, თუ Windows არის შენთვის სასურველი, მასშიც თავისუფლადაა შესაძლებელი მუშაობა.

არც თუ ისე აუცილებელი, მაგრამ საქმეს გაგიმარტივებთ  კარგი ციფრული კამერა (თუნდაც ტელეფონზე) , სახატავი ტაბლეტი, როგორიცაა Wacom, Ipad.

თუ გსურს გახდე გრაფიკული დიზაინერი რა თქმა უნდა ასევე გამოგადგება რვეული ან ესკიზის წიგნი (sketch book)  და თქვენი საყვარელი კალამი ან ფანქარი . განსაკუთრებით სწრაფი ამოცანებისთვის, როგორიცაა ესკიზების ჩანიშვნა რათა არ დაგავიწყდეს იდეები.

და აპლიკაციები და პროგრამები?როგორც კი გექნება კომპიუტერთან წვდომა, მაშინვე უნდა დააინსტალირო Adobe Creative Cloud, კერძოდ, InDesign, Photoshop და Illustrator.

ეს არის სამი პროგრამა, რომელსაც შენ გაიცნობ, როგორც შენს მარჯვენა ხელს , დიზაინის სამყაროში მანევრირებისას. ეს პროგრამები არ არიან ერთადერთი Adobe Creative Cloud-ში, მაგრამ საჭიროა მათ დაეუფლოთ , თუ აპირებ  გახდე გრაფიკული დიზაინერი.

შენი ახალი კარიერის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, იქნება ციფრული დიზაინი, ასე რომ კარგი იქნებოდა თუ ისწავლიდი  ციფრული დიზაინის აპლიკაციასაც. რეკომენდაციას გავუწევდი figma-ს. Figma გაძლევს საშუალებას შექმნა, პროტოტიპები გქონდეს კოლაბორაციები და განახორციელო შენი ყველა ციფრული იდეა! 

ამ პროგრამების გარდა, ასევე არის რამდენიმე სხვა აპი და პროგრამა, რომლებიც დაგეხმარება გრაფიკულ დიზაიში სამუშაოდ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი სამუშაო ადგილი გადავიდა Slack-ისა და Zoom-ის გამოყენებაზე, რათა მარტივად შეენარჩუნებინათ კომუნიკაცია და სამუშაო პირობები ყოფილიყო პროდუქტიული.  სანამ გახდები გრაფიკული დიზაინერი,ნამდვილად ღირს ამ აპლიკაციების ჩამოტვირთვა, რადგან ისინი მზად იქნებიან შენთვის, როცა დაგჭირდება.

ნაბიჯი 4: ჩაეწერე გრაფიკული დიზაინის კურსზე

კარგია გქონდეს ყველა ის ინსტრუმენტი და პროგრამა, რომელიც გჭირდება იმისათვის, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ იმისათვის რომ არ მოხვდე  მახეში   „იდეების გარეშე , ყველანაირი ხელსაწყოთი “ . შენ რეალურად უნდა ისწავლო როგორ გამოიყენო ეს ხელსაწყოები და პროგრამები.

დარწმუნებული ვარ,თუ  ნამდვილად გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი  უკვე იცი კალმისა და ესკიზის წიგნის გამოყენება, ასე რომ  გამოვტოვებ ამას.

არსებობენ თვითნასწავლი დიზაინერები, რომლებმაც  გრაფიკული დიზაინის საფუძვლები და პროგრამები ისწავლეს ონლაინ ფორუმების, YouTube-ის და უბრალოდ ვარჯიშის საშუალებით.

თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ გრაფიკულ დიზაინერად გახდომის საუკეთესო  და შედარებით უფრო სწრაფი გზა კურსის გავლაა. 

ჩვენს დროში ძალიან მარტივად არის შესაძლებელი მოძებნო ონლაინ კურსები და სახლიდან გაუსვლელადაც გაიარო ისინი. 

ნაბიჯი 5: გაიგე გრაფიკული დიზაინის საფუძვლები

ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფიკულ დიზაინში, მისი  პრინციპებია.

არ აქვს მნიშვნელობა სად ან როგორ აირჩევთ ისწავლოთ და გახდეთ  გრაფიკული დიზაინერი, ამ პრინციპების  გარეშე შორს ვერ წახვალთ. გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად, მნიშვნელოვანია იცოდე ელემენტები და პრინციპები, რომლებიც ქმნიან დიზაინს. ელემენტები გამოიყენება ერთად ან ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიზუალურად გასაოცარი და გავლენიანი დიზაინის შესაქმნელად.

ეს გრაფიკული დიზაინის ელემენტებია:

  • ფერი
  • ფორმა
  • ხაზი
  • კონტური
  • ზომა
  • სივრცე
  • ტექსტურა

გრაფიკული დიზაინერები ასევე იცავენ დიზაინის პრინციპებს, რომლებიც ეხმარება დიზაინს ეფექტური კომპოზიციის შექმნაში. ეს ძირითადი პრინციპები ხელს უწყობს ნამუშევრის ბალანსისა და სტაბილურობის შექმნას.

გრაფიკული დიზაინის ეს პრინციპებია:

  • ბალანსი
  • კონტრასტი
  • აქცენტი
  • კონტურების სიმკვეთრე
  • მოძრაობა
  • პროპორცია
  • რიტმი

ნაბიჯი 6: იყავი წიგნის ჭია

გრაფიკულ დიზაინრად  გახდომის შესანიშნავი გზაა კარგი წიგნები. ცხადია, მე არ ვსაუბრობ უახლეს რომანზე ან ბავშვობის ფავორიტზე, ვსაუბრობ ბევრ, ბევრ გასაოცარ გრაფიკული დიზაინის წიგნზე.

არსებობს უამრავი გრაფიკული დიზაინის წიგნი, და აქედან  მინდა გირჩიოთ რამოდენიმე , რომლებიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დიზაინის საფუძვლებში.

პირველ რიგში, ისტორია.

ნებისმიერმა გრაფიკულმა დიზაინერმა, რომელიც ახლა მუშაობს, უნდა იცოდეს მისი წარსული.

არსებობს ორი ძალიან კარგი და ვიტყოდი აუცილებელი ტომი, თუ გსურთ გადახედოთ დიზაინის ისტორიას: ჯენ მიულერის “Incredible History of Graphic Design “ტომი 1 და ტომი 2. პირველი მოიცავს 1890-1959 წლებს, ხოლო მეორე 1960 წლებს დღემდე. .

გრაფიკული დიზაინში ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ნაწილ  ტიპოგრაფიაა  და ამაზე  აშკარად მწერლებიც თანხმდებიან, რადგან მას უამრავი წიგნი ეძღვნება. ჩვენი ორი ფავორიტია სარა ჰაინდმანის “Why Fonts Matter”და პოლ მაკნილის “The Visual History of Type”. პირველი მოგვითხრობს მეცნიერებასა და ხელოვნებას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს შრიფტები თქვენზე და განმარტავს, თუ რატომ იწვევს გარკვეული შრიფტები ან სტილი კონკრეტულ გამოცდილებას და ასოციაციებს. ამავდროულად, პოლ მაკნილის წიგნი არის ყოვლისმომცველი გამოკვლევა ბეჭდვის გაჩენის შემდეგ წარმოებულ ძირითადი შრიფტების შესახებ.

ასევე ინსპირაციისთვის გირჩევთ ნახოთ “ viction:ary’s DESIGN(H)ERS: A Celebration of Women in Design Today “და “British Rail Corporate Identity Manual”. ორი ძალიან განსხვავებული წიგნი, მაგრამ ორივე ბრწყინვალე. DESIGN(H)ERS აკეთებს ზუსტად იმას, რაც გარეკანზეა ნათქვამი. წიგნი შექმნილია  ქალთა გუნდის მიერ და მოიცავს ფონების, ხელოსნობისა და უნარების ფართო სპექტრს. ნამუშევარი რეპროდუცირებულია ლამაზად, ხშირად ორგვერდიან სპრედებში. ხოლო “British Rail Corporate Identity Manual “არის კლასიკური  დიზაინის სისტემის შესახებ, რომელმაც გაიარა დროის გამოცდა, ეს არის სახელმძღვანელო და შთაგონების შესანიშნავი წყარო ნებისმიერი თანამედროვე დიზაინერისთვის.

გრაფიკული დიზაინის წიგნების კითხვა საკმაოდ იაფი გზაა კონკრეტული უნარების შესასწავლად და დასახვეწად. 

Thinking with type-ში ელენ ლუპტონი განმარტავს ტიპოგრაფიის პრინციპებს, აქცენტს აკეთებს ინტერვალზე, გასწორებაზე, ფორმასა და წესრიგზე. აქ შეირტობ მეტს სტილის ფურცლების, წარწერების, ორნამენტებისა თუ  შრიფტის ლიცენზირების შესახებ.

თუ კი ახლა იწყებ გრაფიკული დიზაინის სფეროში ფეხის ადგმას, შეგიძლია ისარგებლო რობინ უილიამსის სახელმძღვანელოთი, სადაც ავტორი დიზაინის ფუნდამენტურ პრინციპებზე საუბრობს. 

უილიამსი განმარტავს, თუ როგორ უნდა შევიმუშავოთ ფერი და ტიპი, ვიმუშაოთ მრავალი შრიფტით და ვიფიქროთ დიზაინის პერსპექტივიდან.

ნაბიჯი 7: შექმენი პორტფოლიო

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდე გრაფიკული დიზაინერი პორტფოლიოს შექმნაა, ის შესანიშნავი გზაა შენი შემოქმედებითი და პროფესიული უნარების წარმოჩენისთვის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებლებისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება  კომპანიაში მუშაობა თუ სახლში ან ფრილანსერად მუშაობა. აუცილებლად დაგჭირდება შენი პორტფელის გაგზავნა პირველადი განაცხადის შეტანისას და შემდეგ შენი სრული პორტფოლიოს წარდგენა  გასაუბრებაზე.

არავინ დაგასაქმებს , თუ შენ ვერ  შეძლებ აჩვენო რაიმე შთამბეჭდავი ნამუშევარი პორტფოლიოში.  ეს არ ეხება მხოლოდ ვიზუალურ თვალსაზრისს . შენ არ ხარ მხატვარი, შენ დიზაინერი ხარ. განსხვავება ისაა, რომ დიზაინი პრობლემას წყვეტს. ასე რომ, დამსაქმებლებს სურს ნახოს, თუ როგორ მიუდექი პრობლემას და როგორ გადაჭრა ეს პრობლემა შენმა  დიზაინმა. 

აირჩიე შენი ნამუშევრის 10-12 ნიმუში. ეს არის შენი პორტფოლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ნიმუშები აჩვენებს შენს შრომისუნარიანობას. არ არის საჭირო  პორტფოლიოს გადატვირთვა შენი წარსული სამუშაოს სრული სიით. საკმარისია შემოიფარგლო 10-12 საუკეთესო მაგალითით, რომლითაც შენი შესაძლებლობების ხარისხი განისაზღვრება.

მოარგე შენი პორტფოლიო იმ სამუშაოს, რომელიც უფრო მეტად გსურს. აზრი არ აქვს ისეთი რამის ჩადებას პორტფოლიოში, რომელიც არ წარმოგადგენს შენ, როგორც დიზაინერს ან არ დაგეხმარება მიიღო შენთვის სასურველი გრაფიკული დიზაინის სამუშაო.

პორტფოლიო შესანიშნავი გზაა იმის დასანახად, თუ ვინ ხარ შენ, როგორც პიროვნება! არ გადააჭარბო, მაგრამ დარწმუნდი, რომ გაქონდეს შენი სტილი და აჩვენო პროცესი შენი პირადი ბრენდინგის, როგორ წერთ და ა.შ.

არ აქვს აზრი მხოლოდ მზა პროდუქტის ჩვენებას იმის გარეშე, თუ როგორ მოხვდი იქ. ეს შესანიშნავი გზაა პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენო, თუ რისი გაკეთება შეგიძლია რეალურად.

იმედია ეს რჩევები დაგეხმარება შენი პორტფოლიოს დაწყებაში. ინსპირაციისთვის შეგიძლია მოიძიო წარმატებული დიზაინერების პორტფოლიოებიც, გირჩევდი დაათვალიერო dribbble ან behance პორტფოლიოები.

ახლა მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი და საბოლოო ნაბიჯი რჩება…

ნაბიჯი 8: იპოვნეთ სამუშაო

შენ აქამდე მიხვედი, მაგრამ  ბოლო ნაბიჯი თითქმის  ყველაზე რთული ნაბიჯია . გრაფიკული დიზაინის სამუშაოს პოვნა.

მაგრამ ჩემი აზრით ეს შეიძლება საკმაოდ სახალისო პროცესიც იყოს. 

როგორც დიზაინერმა, შენ საკუთარი თავის და ნამუშევრების წარმოჩენა უნდა ისწავლო. 

ეს ინტერნეტის ეპოქაში, სადაც დამკვეთს დიდი არჩევანი აქვს,  არც ისე მარტივი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, თუ შეძლებ გახდე ხილული ონლაინსივრცეში, მეტი შანსია, რომ შეგამჩნიონ და სწორედ შენ იყო ის, ვისაც აარჩევენ. 

ატვირთე შენი პორტფოლიო ისეთ საიტებზე, როგორიცაა  Behance და Dribbble. განათავსე საუკეთესო დიზაინერული ნამუშევრები ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა Adobe fan page. ვა)  შენი ნამუშევრების ან სამუშაო პროცესის  Instagram-ზე გაზიარებაც არ დაგავიწყდეს. შესაძლოა, ერთდროულად ყველა პლატფორმაზე აქტიურობა გაგირთულდეს. აარჩიე 1 ან ორი სივრცე და აუდიტორიას საკუთარი თავი გააცანი .

დაბოლოს, გახდე გრაფიკული დიზაინერი, გაძლევს შესაძლებლობას იყო კრეატიული დღითი დღე და შექმნა წარმოუდგენელი ნამუშევრები, რომლებიც შეგიძლია ამაყად წარუდგინო აუდიტორიას კარიერის ბოლომდე. 

იმედი მაქვს ჩემი ეს რჩევები დაგეხმარებათ აიხდინოთ ოცნება და გახდეთ გრაფიკული დიზაინერი !