ცდილობთ გახდეთ ფრილანსერი? ერთი შეხედვით , თავისუფალი ანუ ფრილანს სამუშაო ბევრ რამეს გვთავაზობს, ის საშუალებას გაძლევს იმუშაო ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან და შენვე აკონტროლო, თუ ვისთან და რაზე იმუშავებ.
ფრილანსინგი არის პოპულარული ალტერნატივა ტრადიციული სრულ განაკვეთიანი სამუშაოსი, რომელიც საშუალებას გაძლევს აირჩიო შენი სამუშაო საათები , შენი სერვისებისა და გამოცდილების საფუძველზე. შენ ასევე შეგიძლია აირჩიო პროექტები , რომლებიც შეესაბამება შენს ინტერესებსა და უნარებს.
მაგრამ როგორ უნდა დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსერმა ? გზები, რომ იმუშაო სახლიდან, როგორც ფრილანსერმა , იპოვო ლეგიტიმური სამსახური სახლიდან არ არის ადვილი. თუ შენ უბრალოდ დაგუგლავ „სახლიდან მუშაობა“, სამსახურის უმეტესობას რომელსაც იპოვი, არის თაღლითური.
მეილით მოსული შემოთავაზებები,თუ როგორ დაიწყო საკუთარი ბიზნესი, პერსონალის კონვერტები, პროდუქტების შეკრება სახლში, მუშაობა, როგორც საიდუმლო მყიდველი ან გაყიდო პროდუქტი მულტი საფეხურიანი მარკეტინგული გეგმით არის ძირითადად ყალბი და ისინიც კი, რომლებიც არიან ლეგიტიმური, ხშირად არ იხდიან იმდენს, რამდენსაც გპირდებიან.
მაგრამ მაინც თუ გსურთ გადადგათ პირველი ნაბიჯი და დაიწყოთ მუშაობა როგორც ფრილანსერმა , სწორ ადგილას ხარ , მე ვისაუბრებ 7 ნაბიჯზე , თუ როგორ გახდე ფრილანსერი 2023 წელს.

7 ნაბიჯი , თუ როგორ გახდე ფრილანსერი 2023 წელს.
- განსაზღვრე შენი სერვისი და შეთავაზება.
- იპოვე შენი სამიზნე აუდიტორია.
- შეიმუშავე ფასების სტრუქტურა.
- შექმენი შენი ნამუშევრების პორტფოლიო.
- დაწერე კარგი წინადადება.
- გაამყარე ურთიერთობა შენს კლიენტთან
- განაგრზე შენი უნარების განვითარება
ფრილანსინგი გთავაზობს არჩევნის თავისუფლებას. 2023 წელს ფრილანსერებისთვის წარმატების მრავალი გზა არსებობს. შენ შეგიძლია დაიწყო ფრილანსერად მუშაობა თავისუფალ დროს ან მიუდგეთ მას როგორც სრულ განაკვეთიან კარიერას. შენი მიდგომის მიუხედავად, ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი ნაბიჯი დაგეხმარება გადალახო სირთულეები რომლებსაც ახალი ფრილანსერები აწყდებიან.
1. განსაზღვრე შენი სერვისი და შეთავაზება.
შენი უნარების სერვისად გადაქცევა პირველი ნაბიჯია ფრილანსერობისკენ. ამისთვის შენ უნდა გესმოდეს , როგორ შეიძლება შენი უნარები დაეხმაროს პოტენციურ კლიენტს. ეცადე თავუ შენი იდეალური დამკვეთის ადგილზე წარმოიდგინო , რა პრობლემები აქვს მას და როგორ შეიძლება შენი უნდარების გამოყენებით ამ პრობლემების გადაჭრა. წარმატებული ფრილანსერი , რომ იყო უნდა გესმოდეს კლიენტის მდგომარეობა და გამოიყენო შენი სერვილი მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
2. იპოვეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია.
ახლა, როდესაც შენ გაქვს თავისუფალი სერვისის შეთავაზება, საჭიროა იპოვო სამიზნე აუდიტორია. დაიწყე კლიენტების ტიპის იდენტიფიცირებით, რომლებიც კარგად მოერგება შენს მომსახურებას. აქვთ თუ არა ამ კლიენტებს საერთო პრობლემა და საერთო მახასიათებლები? არიან ისინი კონკრეტულ ინდუსტრიაში?
როგორც ახალი ფრილანსერი, მხოლოდ კარგი საქმის კეთება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ავტომატურად გეძებონ კლიენტებმა. მნიშვნელოვანია შენი პოტენციური კლიენტების წინაშე პოზიციონირება, რათა მათ გაიგონ შენი სერვისების შესახებ. შენ უნდა ითამაშო აქტიური როლი პოტენციური კლიენტების პოვნაში. ფრილანსერების უმეტესობისთვის კლიენტების მოპოვების სამი გზა არსებობს:
- ფრილანს ვაკანსიების გამოქვეყნების პლატფორმები
- გამოიყენეთ არსებული კავშირები და ქსელები
- მარკეტინგი, რეკლამა და აუთრიჩი
იმის გასაგებად , თუ რომელი ვარიანტი მუშაობს შენთვის საუკეთესოდ, მთავარია იპოვო შესაბამისი კლიენტები შენი სერვისებისთვის.
3. ფასების სტრუქტურის შემუშავება.
შენ არ უნდა აკეთო არცერთი სამუშაო უფასოდ , როგორც ფრილანსერმა. ალბათ წააწყდები სიტუაციებს, როდესაც შენი მეგობრები გთხოვენ “სწრაფი საქმის” გაკეთებას უფასოდ , მაგრამ გახსოვდეს , რომ არ არსებობს “სწრაფი დახმარება ” ფრილანსერებისთვის.
მეორეს მხრივ , არც გიჟური ფასის დაწესებაა კარგი იდეა . მართალია შეიძლება ძნელი იყოს დამწყებისთვის შეაფასო რამდენი უნდა გადაგიხადოს დამკვეთმა , მაგრამ შენ შეგიძლია რჩევა კითხო სხვა ილუსტრატორებს ან მიმართო სამუშაოს მოსაძებნად ზოგიერთ ფრილანსინგ ვებსაიტს.
საბედნიეროდ, არსებობს პლატფორმები რომლებსაც , აქვთ რამდენიმე სასარგებლო რესურსი, რომელიც დაგეხმარება ნავიგაციაში როგორ დააფასო შენი თავისუფალი სერვისები. მაგალითად Upwork – ზე , შეგიძლიათ ნახოთ ფასების ორი ძირითადი მოდელი, რომლებსაც იყენებენ ფრილანსერები: საათობრივი ფასი და პროექტზე დაფუძნებული (ფიქსირებული) ფასი.
ასევე ბევრ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ თანხაზე, რომლის გადახდაც კლიენტებს სურთ , მაგალითად:
- გამოცდილება
- პროექტის ხანგრძლივობა
- მიწოდება
- პროექტის სირთულე
- კლიენტის გეოგრაფიული მდებარეობა
- სასწრაფოობა
- და აშ.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი მომავალში. დაიწყეთ ფასით, რომლითაც თავს კომფორტულად გრძნობთ და ეცადეთ, ზედმეტი არ იფიქროთ ამაზე.
4. შექმენი შენი ნამუშევრების პორტფოლიო.
მყარი პორტფოლიოს შექმნა განუყოფელი ნაბიჯია ფრილანსერობისკენ . როგორც ფრილანსერი, შენი პორტფოლიო წარმოადგენს შენი მუშაობის ხარისხს , შენი მიღწევებისა და პროექტების ჩვენებით. ეს არის შენი შესაძლებლობა, აჩვენო კლიენტებს რისი გაკეთება შეგიძლია და რა არის შენი გამოცდილების ღირებულება.
შენს პორტფოლიოში უნდა იყოს ხაზგასმული შენი საუკეთესო ნამუშევრები, რომელიც დაკავშირებულია შენს მომსახურებასთან. ძლიერი პორტფოლიო უნდა შეიცავდეს : საქმის შესწავლა , ჩვენებები, მონაცემების საფუძველზე მიღებული შედეგები, სურათები, სქემები, სამუშაო ნიმუშები და მაკეტები. ასევე მნიშვნელოვანია მიიღო ნებართვა შენი წარსული კლიენტებისგან, სანამ მათ საპროექტო მასალებს შენს პორტფოლიოში შეიტან.
5. დაწერე კარგი წინადადება.
იმისათვის, რომ უზრუნველყოთ წარმატებული დასაწყისი, როგორც ფრილანსერმა, შენი პირველი პროექტი მჭიდროდ უნდა შეესაბამებოდეს შენს სამუშაო გამოცდილებას და შესაძლებლობებს. როდესაც იპოვი შენს სერვისთან შესაბამის პროექტს პირველრიგში საჭიროა, წარუდგინო წინადადება დამკვეთს .
მოკლედ, სწორი წინადადება უნდა იყოს შენი შესაძლებლობების ძლიერი გაყიდვის წერტილი. მან უნდა გამოკვეთოს კომპანიის საჭიროებები, როგორ შეგიძლია დაეხმარო და მიაწოდო შენი კვალიფიკაცია. და ბოლოს, მთავარია დარჩე პროფესიონალი და მეგობრული, ამიტომ შეეცადე გამოიყენო პროფესიონალური ენა იმისთვის ,რომ გამორჩეული იყო.
შაბლონის შექმნა დაგეხმარება შენი წინადადების ორგანიზებაში, მაგრამ ყველაზე წარმატებული ფრილანსერები მას კონკრეტულ კლიენტსა და პროექტზე აწყობენ. ამ დამატებითი წინასწარი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა აჩვენებს შენს გულწრფელობას, ენთუზიაზმს და პროფესიონალიზმს.
6. გაამყარე ურთიერთობა შენს კლიენტთან
როგორც ფრილანსერი, შენი კლიენტები შენი ბიზნესია. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად ჩანს, მნიშვნელოვანია შენს კლიენტებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობის განვითარება. წარმატებული ფრილანსერები პირველ რიგში ამყარებენ ურთიერთობას კლიენტებთან, ისინი არ ფიქრობენ სამუშაოზე, როგორც ერთ შესრულებულ გარიგებაზე. გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის განმეორება და ახალი კლიენტების გაჩენაც. აქ არის რამდენიმე ძირითადი პუნქტი, რომელიც უნდა გახსოვდეთ კლიენტებთან ურთიერთობის შექმნისას:
- გააკეთე შესანიშნავი სამუშაო: მაღალი ხარისხის სამუშაო აუცილებელია კლიენტის კმაყოფილებისთვის. შენ უნდა მიაწოდო ღირებულება და გადაჭრა კლიენტის პრობლემა, რომ გქონდეს კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების შანსი.
- კლიენტთან კომუნიკაცია: კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია ქმნის უფრო მყარ საქმიან ურთიერთობას და ხელს უწყობს კლიენტებს გააგრძელონ შენთან მუშაობა მომავალი პროექტებისთვის.
- ჩამოაყალიბეთ ნდობა თანმიმდევრულობით: შენი სამუშაოს დროულად დასრულებით და ზუსტი შედეგების მიწოდებით, ამით შეძლებ ნდობის ჩამოყალიბებას და აჩვენებ, რომ შენი კლიენტი შეიძლება იყოს შენზე დამოკიდებული მომავალში.
- იპოვე მეტი ღირებულების მიწოდების შესაძლებლობები: ინიციატივის აღებით, ახალი გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებით და დამატებითი პასუხისმგებლობების აღებით, შენ აჩვენებ შენს პოტენციურ ღირებულებას კლიენტს , რითიც გახსნი ახალ გზებს ერთად მუშაობისთვის.
7.განაგრზე შენი უნარების განვითარება
ფრილანსერები დაქირავებულები არიან იმ სერვისებისა და უნარებისთვის, რომლებსაც ისინი სთავაზობენ კლიენტებს. შედეგად, ფრილანსერებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად გააუმჯობესონ თავიანთი უნარები, მოერგონ ცვლილებებს და გააფართოონ ცოდნა. მიმდინარე ტენდენციების დაცვა ასევე აუცილებელია შენი კლიენტებისთვის მომსახურების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად. ონლაინ სასწავლო რესურსები, როგორიცაა Udemy, LinkedIn Learning, Coursera და YouTube-იც კი, შესანიშნავი საწყისი წერტილებია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შენი უნარები ყოველთვის განახლებულია.

როგორ დავსაქმდე დისტანციურად
ფრილანსინგის სხვა ასპექტების მსგავსად, არ არსებობს დადგენილი წესი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვო სამუშაო ფრილანსერად. თუ ეს შენთვის მუშაობს, მაშინ სწორად აკეთებ. ამასთან, არსებობს რამდენიმე გამოცდილი მეთოდი ფრილანსერად სამუშაოს მოსაძებნად. ესენია :
- გამოიყენე ფრილანს პლატფორმები
არსებობს უამრავი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეძღვნება ფრილანსერების კლიენტებთან დაკავშირებას, რათა გაადვილდეს თანამშრომლობა. ბევრი მათგანი მოითხოვს შენგან ონლაინ პროფილის შექმნას და ბიოგრაფიის დაწერას, ამიტომ კარგი იქნება მოკლე ბიოგრაფიის შენახვა, რომელიც შეგიძლია დააკოპირო და ჩასვა შენს პროფილში ამ პლატფორმებზე. გარდა ამ პორტალების გამოყენებისა სამუშაოს მოსაძებნად, შენ ასევე შეიძლება გქონდეს შესაძლებლობა გაიარო მოკლე კურსები ან დაესწრო ვებინარებს. თავისუფალი სამუშაოს მოსაძებნად, შენ ასევე შეგიძლია დაუკავშირდე შენს მსგავს სფეროებში მომუშავე სხვა ფრილანსერებს, რომლებსაც შეუძლიათ გადმოგცენ სამუშაო, თუ ისინი ძალიან დაკავებულები არიან. - ესაუბრეთ მეგობრებს და ყოფილ თანამშრომლებს
საუბარი ჯერ კიდევ ძალიან კარგი გზაა ახალი კლიენტების მოსაძებნად. შენმა მეგობრებმა და ყოფილმა კოლეგებმა შეიძლება თავად მოითხოვონ შენი მომსახურება, ან მათ შეუძლიათ გირჩიონ ადამიანები, რომლებსაც ჯერ არც კი იცნობთ, თუმცა ისინი შეიძლება გახდნენ შენი მომავალი კლიენტები. - მიდგომა კომპანიებთან
პირდაპირ გადადი წყაროზე და ისაუბრე კომპანიებთან, რათა შესთავაზო მათ შენი მომსახურება, როგორც ფრილანსერმა. დარწმუნდი, რომ ხელთ გაქვს შენი CV და წინასწარ მოამზადე მოკლე წინადადება. ეს ქმედებები არის შესანიშნავი გზა, რათა დაგეხმაროს უფრო მომზადებული და თავდაჯერებული იყო პოტენციურ მომავალ კლიენტებთან საუბრისას.