რა არის Wix-ი და როგორ შევქმნათ ვებსაიტი კოდის წერის გარეშე .

მზად ხარ შექმნა ვებსაიტი რომელიც დაგეხმარება იყო ძლიერი ონლაინ სივრცეში? მაშინ შენ უნდა გაეცნო Wix-ს. ის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ვებსაიტიების შექმნის გზაზე.

მინდა გაგაცნო , თუ რა არის Wix-ი და როგორ დაგეხმარება ისსასურველი ვებსაიტის შექმნაში , რომელიც აკმაყოფილებს შენს საჭიროებას. ასევე მინდა განვიხილო Wix-ის მოსახერხებელი ინტერფეისი, მისი მრავალფეროვანი ფასების გეგმები და მდიდარი ფუნქციების კომპლექტი.

რა არის Wix-ი ?

Wix არის ღრუბელზე დაფუძნებული (cloud based) სერვისი , რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა შენი საკუთარი ვებგვერდი ან ონლაინ მაღაზია კოდების ცოდნის გარეშე.

ეს არის შთამბეჭდავი პლატფორმა , რომელიც გთავაზობს უნიკალურ მიდგომას ვებსაიტის განვითარებისთის . შენ ნახავ რომ მისი ინსტრუმენტები წარმოუდგენლად ინტუიციური და მოსახერხებელია.

Drag and drop – ინტერფეისის გამოყენებით , შეგიძლია დაამატო და მოაწყო ელემენტები შენ ვებსაიტზე, სწრაფად და მარტივად , რაც მას პოპულარულს გახდის , მცირე ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის , რომლებსაც სურთ პროფესიონალური გარეგნობის საიტი ქონდეს, დიზაინერის აყვანის ხარჯების გარეშე.

Wix ასევე გთავაზობს შაბლონების ფართო სპექტრის ფუნქციებს, როგორიცაა სურათების გალერეები, ვიდეო ფონი, აპები , რომელთა ინტეგრირებაც შეგიძლია.

თუ დაგაინტერესა იმან თუ როგორ გამოიყენება Wix ის შაბლონები , პირველ რიგში უნდა გადახვიდე Wix.com – ზე , შემდეგ მოძებნო “cretion” ვარიანტი და დააწკაპუნო მასზე . მალევე გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა აირჩიო “ვებსაიტის შაბლონები” (Website templates) , შაბლონების გახსნის შემდეგ უკვე შეგიძლია გადახედო მათ.

თუმცა , მიუხედავად იმისა , რომ Wix უზრუნველყოფს მოქნილობას და მარტივად გამოყენებას, მას შეიძლება არ ქონდეს უფრო მოწინავე ფუნქციები რომლებიც საჭიროა უფრო დიდი ბიზნესებისთვის ან მათთვის ვისაც აქვს ვებსაიტის კონკრეტული საჭიროებები. მაგალითად ეს შეიძლება მოიცავდეს , SEO ინსტრუმენტებში მოწინავე მარკეტინგის ფუნქციებსა და ზოგიერთ შემთხვევაში , მონაცემების ან შინაარსის ექსპორტის შეუძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ თქვენი ვებსაიტის Wix-ისგან გადატანას მომავალში.

როგორ გეხმარება Wix ვებსაიტის შექმნაში ?

როდესაც საქმე ეხება ვებსაიტის შექმნას , პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვა შეკითხვა , თუ “რა ტიპის ვებსაიტი შექმნა მინდა?”. შენი ვებსაიტის მიზნის იდენტიფიცირება პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე , თუ რა სარგებელს მოუტანს ის შენ მოხმარებელს , Wix-ი კი ამაში გეხმარება.

Wix-ით ახალი ვებსაიტის შექმნა საკმაოდ მარტივია. გადადით Wix.com – ზე და დააჭირეთ “ჩემი საიტები (My Sites) , გამოჩენილ Pop-up- ზე მოძებნეთ “+ ახალი საიტის შექმნა ” (+Create new Site ) და დააწკაპუნეთ, ამის შემდეგ უკვე მზად ხარ დაიწყო ახალი საიტის შექმნა Wix-ით.

რა არის Wix-ის ფასი?

თუ გაინტერესებთ Wix – ის ფასები , მისი პოვნა საკმაოდ მარტივია.

დააწკაპუნეთ განყოფილებას “ფასი” (Pricing) დააჭირეთ მას და თქვენ იხილავთ მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა განსხვავებულ ფასის გეგმას.

Wix გთავაზობს ფასების მრავალფეროვან ვარიანტს სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოდით გადავიდეთ მათზე:

  • მათთვის, ვინც ეძებს basic solution-ს , Wix გთავაზობთ “Connect Domain” გეგმას, რომელიც თვეში $4,50 ღირს. ეს მათი ყველაზე ელემენტარული ვარიანტია და მოიცავს Wix-ის ბრენდირებას ვებსაიტზე.
  • თუ გაინტერესებთ პირადი სარგებლობა, შეგიძლიათ განიხილოთ „კომბო“ გეგმა თვეში 8,50 დოლარად.
  • შემდეგ, არის „შეუზღუდავი“ გეგმა, რომელიც არის ყველაზე პოპულარული და საუკეთესოდ შეეფერება მეწარმეებს და ფრილანსერებს. ის თვეში $12,50 ღირს.
  • ფიზიკური პირებისთვის ან ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ უმაღლესი დონის მხარდაჭერას, Wix გთავაზობთ “VIP” გეგმას. ის ღირს $24,50 თვეში და მოიცავს პირველ პრიორიტეტულ მხარდაჭერას.

Wix ასევე ემსახურება ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ელექტრონული კომერციის სპეციფიკური საჭიროებები. მათ სამი გეგმა აქვთ:

  • “Business Basic” – თვეში $17, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია ონლაინ გადახდების მისაღებად.
  • “Business Unlimited” – თვეში 25 დოლარად საუკეთესოა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზრდას და მასშტაბირებას.
  • “Business VIP” – თვეში 35 დოლარად, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების სრულ პაკეტს და არის მათი ყველაზე პოპულარული გეგმა ამ კატეგორიაში.

და ბოლოს, ფართომასშტაბიანი ბიზნესისთვის, Wix გთავაზობთ “საწარმოთა გეგმებს”. ფასების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებსაიტზე.