SEO ოპტიმიზაცია არის პროცესი , რომელიც ეხმარება ვებსაიტს Google -ში მაღალი რანგის მოპოვებაში , მისი მთავარი მიზანია ვებგვერდი ძიების დროს გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე.
SEO ოპტიმიზაცია მოიცავს :
- ეფექტური კონტენტის განთავსებას
- ვებ პროგრამირებას
- გარე და შიდა ლინკების სწორად გამოყენებას
- სხვადასხვა სახის SEO სტრატეგიების შემუშავებას
მარტივად რომ ვვთქვათ Seo ეხმარება მომხმარებლებს შენი საიტის მოძებნაში და შენ ახალი მომხმარებლის პოვნაში.
საძიებო სისტემა მომხმარებლებს ეხმარება იპოვონ ის რასაც ეძებენ ინტერნეტში , იქნება ეს პროდუქტი ან ამ პროდუქტის კვლევა , შვებულების დაჯავშნა თუ რესტორნის მოძიება .
SEO საშუალებას გაძლევს მომხმარებლებმა მარტივად აღმოაჩინოს შენი ვებსაიტი და შესაბამისად იყიდონ ის სერვისი ან პროდუქცია , რომელსაც შენ სთავაზობ მას.
რატომ და როგორ უნდა გამოჩნდე საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე ?
SERP (საძიებო სისტემების შედეგების გვერდი ) – ზე პირველ პოზიციაზე მყოფი ვებგვერდი ვიზიტორის 30 % – იღებს , მეორეზე 16 % და ა.შ . თუ შენი კონკურენტი 1 ადგილასაა შენ კი მე -8 -ზე , მაშინ მას საშუალოდ შენზე 10 – ჯერ მეტი ვიზიტორი ეყოლება
ამიტომ , მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ციფრული წარმატების აუცილებელი ნაწილია და ამისთვის საჭიროა – SEO ოპტიმიზაცია
როგორ მუშაობს საძიებო სისტემები?
SEO -ში გადამწყვეტ როლს google- ს ალგორითმები თამაშობს, მათი მთავარი ფუნქციაა საძიებო სისტემის მოწესრიგება და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, რომელიც საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებს ამა თუ იმ ინფორმაციას / პროდუქციას .
მაგალითად როდესაც გუგლში ვეძებთ კოკრეტულ საკითხზე ინფორმაციას , ალგორითმები გვეხმარება მივიღოთ ზუსტი და ჩვენთვის ყველაზე გამოსადეგი ინფორმაცია ან პროდუქცია , რომელიც დალაგებულია პოზიციების მიხედვით .
Google -ს პირველ გვერდზე გვაქვს top 10 პოზიცია , არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ვებსაიტს ფლობ ეს იქნება კომპანიის პროფილი, ბლოგი თუ ბიზნეს საიტი , შენს ვებგვერდძე განთავსებული კონტენტი სრულიად უნდა ერგებოდეს შენი პოტენციური მომხმარებლის ინტერესებს, უნდა ეცადო გქონდეს ბევრად ინფორმაციული და სასარგებლო კონტენტი ვიდრე შენს კონკურენტებს.

მაგალითად თუ Google – ში ჩავწერ “keyword” – ს Best Tablet 2023 .
ჩვენ დავინახავთ top 3 ვებგვერდს , რომლებიც მოიძებნა ამ კონკრეტული ფრაზის ჩაწერით .
რატომ არის სასურველი იყო პირველი გვერდის პირველ პოზიციაზე? რადგან მომხმარებლების 75 % SEO შედეგის პირველ პოზიციას ანიჭებს უპირატესობას და გადადის მასზე.
(CTR) დაწკაპუნების მაჩვენებელი დამოკიდებულია ვებ გვერდის SEO სათაურზე და აღწერაზე , რომლებიც ასევე შეგიძლია ნახო მითითებულ ფოტოზე.
სეო (SEO) გეხმარება გყავდეს მომხმარებლები რეგულარულად ყოველი თვის განმავლობაში და რაც უფრო ტოპ პოზიციაზეა შენი ვებგვერდი , მით მეტი უპირატესობით სარგებლობ კონკურენტებთან შედარებით.
რა არის მნიშვნელოვანი საძიებო სისტემის ალგორითმითვის
რის მიხედვით ადგენს საძიებო სისტემის ალგორითმი , რომელი ვებგვერდი გამოიტანოს კონკრეტულ საძიებო “keyword”- ზე პირველ , მეორე ან მესამე ადგილას.

ალგორითმი , წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრავს , აკმაყოფილებს თუ არა ამ ვებგვერდის ოპტიმიზაციის დონე კრიტერიუმებს , ჯობს თუ არა ის კონკურენტებს .
ამ მონაცემების ანალიზის შემდეგ ალგორითმი ანიჭებს უპირატესობას ვებგვერდს ადგილს საძიებო სისტემებში
ალგორითმისთვის მნიშვნელოვანია :
- ვებსაიტი იტვირთებოდეს სწრაფად
- მორგებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობებზე
- გამართული ქონდეს სტრუქტურა
- მომხმარებლისთვის იყოს მარტივი
- არ ქონდეს ტექნიკური ხარვეზები
- და რაც მთავარია , განთავსებული კონტენტი უნდა იყოს უნიკალური, ხარისხიანი და მომხმარებელს აწვდიდეს სასურველ ამომწურავ ინფორმაციას
საიტების SEO ოპტიმიზაციის აუცილებელი კომპონენტები
( ON Page – Seo და OFF Page Seo ოპტიმიზაციები)
იმისთვის რომ კონკურენტებს გაუწიო კონკურენცია , რელევანტურ კონტენტთან ერთად გჭირდება სხვადასხვა ტიპის ოპტიმიზაციები ON – Page Seo ოპტიმიზაიცია და OFF – Page Seo ოპტიმიზაცია , ანუ საიტის შიდა სტრუქტურის მოწესრიგება და შენი საიტის რეპუტაციაზე ზრუნვა სხვადასხვა რესურსებით.
ON Page Seo ოპტიმიზაციის დროს ყოველ ვებ გვერდზე თუ პოსტზე აუცილებელია გქონდეს უნიკალური კონტენტი , უნილაკური Title , Description -ით , დაუშვებელია ერთიდაიგივე სათაურის და აღწერის სხვადასხვა გვერდებზე გამოყენება.
ასევე აუცილებელია კონტენტის ფორმირება H title tag– ებით H1, H2, H3, H4, H5 და ა.შ., ისინი გვეხმარება google- ს მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული გვერდის ან პოსტის შინაარსზე.

OFF Page Seo ოპტიმიზაციის დროს საჭიროა იზრუნო გარე რესურსებზე , უნდა ეცადო შენი ვებგვერდი მოხვდეს რაცშეიზლება მეტ სოციალურ მედიასა თუ ქსელში , პოპულარულ საიტებზე და ა.შ , რაც შენი საიტის ავტორიტეტებს გაზრდის და დაგეხმარება საძიებო სისტემაში გაამყარო პოზიციები .

SEO ოპტიმიზაციისთვის რელევანტური საკვანზო სიტყვები.
საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრო ტერმინები “საკვანძო სიტყვები” რომლებსაც მომხმარებლები ეძებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი , იმის ცოდნაა , თუ ვინ არიან შენი სავარაუდო მკომხმარებლები და რას ეძებენ ისინი .
ამისთვის საჭიროა იცოდე :
- რა სახის პროდუქციას ან ინფორმაციას ეძებენ და აინტერესებთ
- რა ენას იყენებენ საძიებო სისტემაში
- რა ლოკაციაზეა პოტენციური მომხმარებელი
- კიდევ ვისგან ყიდულობენ პროდუქციას თუ მომსახურებას
საკვანძო სიტყვების ანალიზის შემდეგ საჭიროა იმ კონკურენტების შესწავლა და შეფასება , რომლებიც საძიებო შედეგების ტოპ პოზიციებზეა წარმოდგენილი.