მარტივად რომ ვთქვათ , ფრილანსინგი არის თვითდასაქმების ფორმა. როგორც ფრილანსერი შენ არ მუშაობ კონკრეტულად რომელიმე ერთ კომპანიაში , გაქვს თავისუფლება იცხოვრო სასურველ ადგილას გამართული ინტერნეტით და აკონტროლო ვისთვის ან როგორ იმუშავებ .
ჩვენს დროში ინტერნეტის წყალობით უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე , იპოვო ადამიანები და კომპანიები რომლებსაც შენი მომსახურება სჭირდებათ. შენ შეგიძლია იმუშაო კლიენტებთან მთელი ქვეყნის ან მსოფლიოს მასშტაბით. ფრილანსინგ სამუშაო შესანიშნავი არჩევანია სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, ილუსტრატორებისთვის, მასწავლებლებისთვის და კომპიუტერული პროგრამისტებისთვის, ასევე ხშირად მწერლები, რედაქტორები და მუსიკოსებიც კი ირჩევენ ფრილანსინგ სამუშაოს.
გაითვალისწინეთ, რომ ფრილანსერობისას დრო ფულია.
რა არის ფრილანს ილუსტრაცია ?
ბევრი ინდუსტრია ეყრდნობა ილუსტრატორებს. ფრილანს ილუსტრაცია არის ნახატები და დიზაინები რომლებსაც დამკვეთი უკვეთავს მხატვარს. მარკეტინგული შინაარსის , პროდუქტისა და წიგნის დიზაინის შესაქმნელად.
ფრილანსერ ილუსტრატორები ძირითადად თვითდასაქმებულები არიან , მაგრამ ზოგიერთი მათგანი კონტრაქტორადაც მუშაობს სარეკლამო სააგენტოებთან ან საგამომცემლო კომპანიებთან.

რას ქმნიან ფრილანსერ ილუსტრატორები?
ილუსტრატორი არის კომერციული მხატვარი და დიზაინერი , მას შეუძლია იმუშაოს ანალოგურ და (ან) ციფრულ მედიასთან. ეს მასალები მერყეობს ფანქრიდან და საღებავიდან დაწყებული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი დახვეწილი ეფექტებით დამთავრებული.
ილუსტრატორები არიან მაღალკვალიფიციური მხატვრები, ისინი ვიზუალური მთხრობელები არიან და ინფორმაციას გადმოსცემენ ადვილად გასაგები ვიზუალიზაციით, როგორიცაა საბავშვო წიგნის ილუსტრაციები ან კორპორატიული ილუსტრაციები.

მოდით განვიხილოთ რამდენიმე ილუსტრაციული სპეციალიზაცია რომელსაც იყენებენ ფრილანსერ ილუსტრატორები.
ესენია:
- ციფრული ილუსტრაცია (Digital Illustration)
- წიგნის და სარედაქციო ილუსტრაცია (Book and editorial Illustration)
- პერსონაჟის დიზაინი (Character Design)
- კონცეფციის ხელოვნება (concept Art)
- პროდუქტის დიზაინი (Product Design)
- შეფუთვის ილუსტრაცია (Packaging illustration)
ციფრული ილუსტრაცია ( Digital Illustration)
ციფრული ილუსტრაცია ძალიან ფართო ტერმინია ნებისმიერი ილუსტრატორისთვის, რომელიც მუშაობს ციფრულ მედიასთან, ისინი ცდილობენ თავიანთ ნამუშევრებს დაამატონ კონკრეტული სტილი ან ნიჭი. ეს იმიტომ ხდება, რომ ციფრული ილუსტრაცია სრულად იყენებს ყველა იმ ხელსაწყოსა და ეფექტს, რომელიც გთავაზობს დიზაინისა და ანიმაციის პროგრამულ უზრუნველყოფას.
ციფრული მხატვრები მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა ციფრული ხელოვნება, ტიპოგრაფია, თამაშის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, 3D ილუსტრაცია და 3D ბეჭდვაც კი.

იმის გამო, რომ ციფრული ხელოვნება მარტივად ხელმისაწვდომი და მრავალმხრივია , მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ბევრი ფრილანსერი ილუსტრატორი იწყებს კარიერას ამ სპეციალობით და აერთიანებს მას ილუსტრაციულ უნარებში.
წიგნისა და სარედაქციო ილუსტრაცია (Book and editorial Illustration)
წიგნისა და სარედაქციო ილუსტრაციები მოიცავს საბავშვო წიგნებს, ჟურნალებს, ბლოგებს, გაზეთებსა და ვებსაიტებს. კომპანიებსა და გამომცემლებს სურთ უნიკალური დიზაინისა და ნამუშევრების შექმნა, რათა დაეხმარონ წიგნის ან სარედაქციო შინაარსის გალამაზებასა და გაყიდვას.

სარედაქციო ილუსტრაცია არის ნამუშევარი, რომელიც ტექსტის გვერდითაა ჟურნალში, , გაზეთში ან ონლაინ პლატფორმაში, რათა ასახოს და დაეყრდნოს სიტყვებს და გადმოსცეს იდეა ან თემა. ის მოიცავს ფართო თემებს სოციალური სამართლიანობიდან წიგნების მიმოხილვამდე.
პერსონაჟის დიზაინი (Character Design)
პერსონაჟების დიზაინი ეხება ანიმაციური ფილმების, კომიქსების, თამაშების და პუბლიკაციების პერსონაჟების შექმნის პროცესს. პერსონაჟის დიზაინი არის მოდელი , რომელიც აჩვენებს პერსონაჟის ხასიათებსა , მის გარეგნობას, პიროვნების თვისებების, ქცევისა და ფიზიკური ატრიბუტების კოლექციას.


ანიმაციურ სტუდიებს ჭირდებათ ილუსტრატორები , ფილმების , ვიდეო თამაშების, ან სხვა ანიმაციური პროექტებისთვის პერსონაჟების შესაქმნელად. ფრილანსერ ილუსტრატორები ასევე ხატავენ პერსონაჟების დიზაინს წიგნებისთვისაც.
კონცეფციის ხელოვნება (Concept Art)
კონცეფციის ხელოვნება არის ვიზუალური წარმოდგენა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს ან გადმოსცემს გარკვეულ ვიზუალს. ის ჩვეულებრივ გამოიყენება ფილმების , ვიდეო თამაშების ან სატელევიზიო შოუს დაგეგმვის ეტაპზე, ხედვის გადმოსაცემად. მაგალითად, ფილმზე მუშაობისას გუნდები იყენებენ კონცეფციის ხელოვნებას, რათა დაგეგმონ სცენების გადაღება, სცენების დიზაინი , პერსონაჟის ვიზუალური კონცეფცია რომელსაც იყენებენ ფილმის იდეის პროდიუსერებისთვის მისაწოდებლად.


პროდუქტის დიზაინი (Product Design)
პროდუქტის დიზაინი არის ახალი პროდუქტის შემუშავების პროცესი. ილუსტრატორები ეხმარებიან მწარმოებლებს პროდუქტის ვიზუალიზაციასა და ილუსტრირებაში, რის შემდეგაც მწარმოებლები იყენებენ ამ დიზაინის ნიმუშებს ფიზიკური პროდუქტების შესაქმნელად.


შეფუთვის ილუსტრაცია (Packaging Illustration)
მნიშვნელოვანი, თვალისმომჭრელი ილუსტრაცია შეიძლება მარტივად გახდეს დასამახსოვრებელი აუდიტორიისთვის, მას შეუძლია გააძლიეროს ემოციური მიმზიდველობა და ერთი ნახვით გადმოსცეს პროდუქტის ან ბრენდის გზავნილი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი აქცევს ილუსტრაციას სრულყოფილ ჩუმ გამყიდველად, რომელიც გამოიყენება შეფუთვის დიზაინის ყუთზე, ბოთლის შეფუთვაზე, ეტიკეტის დიზაინზე ან ბრენდის იდენტურობის დიზაინის სხვა ელემენტზე.


შეფუთვის ილუსტრაცია არის პროდუქტის ექსტერიერი. ილუსტრატორები თანამშრომლობენ მარკეტინგის გუნდებთან, რათა შექმნან ნამუშევრები პროდუქტისთვის, რომელიც ახდენს მომხმარებელთა მოტივირებას, შეიძინონ პროდუქტი.
4 ნაბიჯი რომელიც უნდა გადადგა რომ გახდე ფრილანსერ ილუსტრატორი.
შეიძლება ყველაზე დიდი გამოწვევა ფრილანსერ ილუსტრატორად ყოფნისას, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში , საკმარისი სამუშაოს მიღებაა. მაშინაც კი თუ სუპერ ნიჭიერი ხართ , კლიენტთა უმეტესობას სულაც არ სჭირდება ილუსტრატორები რეგულარულად , ამიტომ ხშირია მწვერვალებისა და მარცხის გამოცდა.
მე ვისაუბრებ რამდენიმე ძირითად ნაბიჯზე , რომელიც უნდა გადადგა რომ გახდე ფრილანსერ ილუსტრატორი :
- განათლება და უნარების განვითარება.
- პორტფოლიოს შექმნა.
- საკუთარი თავის პოპულარიზაცია.
- დააწესეთ გონივრული ფასი.
1 . განათლება და უნარების განვითარება.
მიუხედავად იმისა , რომ ფორმალური განათლება ყოველთვის არ არის საჭირო , შესაბამისი კურსების გავლამ შეიძლება გააუმჯობესოს შენი უნარები და ცოდნა . გამოიკვლიე ხელოვნების სკოლები , უნივერსიტეტები ან ონლაინ პლატფორმები , რომლებიც გთავაზობენ საილუსტრაციო პროგრამებს ან კურსებს.
ისარგებლე ვორქშოფებით, სემინარებით და ონლაინ გაკვეთილებით , რათა ისწავლო ახალი ტექნიკები, დახვეწო შენი უნარები და განაახლო ცოდნა ინდუსტრიის ტენდენციების.
2 . პორტფოლიოს შექმნა.
შექმენი მრავალფეროვანი და კარგად დამუშავებული პროფილი, რომელიც აჩვენებს შენს უნარებს, სტილებს, საგნებს. ძლიერი პორტფოლიო წარმატების გასაღებია.
შენი პორტფოლიო უნდა შეიცავდეს ხუთ-რვა საუკეთესო პროექტს , რომელიც სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული , როგორიცაა ფანქარი , აკვარელი , ციფრული ნამუშევრები . ეს აჩვენებს შენი მუშაობის მრავალფეროვნებას. ასევე გირჩევ , შენს პორტფოლიოში შეიტანო ერთზე მეტი სტილის ნამუშევარი , რაც მოგცემს საშულებას იპოვო მეტი სამუშაო და არა მხოლოდ ერთი ნიშა.
მაგალითად შეგიძლია განათავსო პერსონაჟის დიზაინი , მოდური ილუსტრაციის პროექტი, პასტელის სტილში შესრულებული საბავშვო წიგნის ილუსტრაციები ან თქვენი შექმნილი ტიპოგრაფია .
3 . საკუთარი თავის პოპულარიზაცია.
სოციალურ მედიაში ყოფნა კარგი გზაა შენი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. გახდეთ ცნობილი , ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს , მაგრამ შენი ნამუშევრების გამოქვეყნება არ არის ცუდი , რადგან ხალხი შეაფასებს შენს გასაოცარ ნამუშევრებს და გააზიარებს მას.
არასდროს იცი რა მოხდება, შეიძლება ერთ დღეს კომპანიამ ნახოს შენი ნამუშევარი , ან ვინმემ გირჩიოს მათთან დაკავშირება , ასე იღებ შესაძლებლობას ეტაპობრივად . რეალურად ეს ძალიან ხშირად ხდება.
4 . დააწესეთ გონივრული ფასი.
შენ არ უნდა აკეთო არცერთი სამუშაო უფასოდ , როგორც ფრილანსერმა. ალბათ წააწყდები სიტუაციებს, როდესაც შენი მეგობრები გთხოვენ “სწრაფი საქმის” გაკეთებას უფასოდ , მაგრამ გახსოვდეს , რომ არ არსებობს “სწრაფი დახმარება ” ფრილანსერებისთვის.
მეორეს მხრივ , არც გიჟური ფასის დაწესებაა კარგი იდეა . მართალია შეიძლება ძნელი იყოს დამწყებისთვის შეაფასო რამდენი უნდა გადაგიხადოს დამკვეთმა , მაგრამ შენ შეგიძლია რჩევა კითხო სხვა ილუსტრატორებს ან მიმართო სამუშაოს მოსაძებნად ზოგიერთ ფრილანსინგ ვებსაიტს.
ვფიქრობ , საშუალოდ $80 თითო პროექტზე საკმაოდ გონივრულია, რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია პროექტის სირთულეებზე. მე გირჩევ მზად გქონდეს რამდენიმე განსხვავებული პროექტი სხვადასხვა ფასის დიაპაზონით.